Thursday, April 7, 2011

1. პროექტის სახელწოდება
    ელექტრული  ენერგიის  წარმოება,  გადაცემა  და გამოყენება.
2.     პროექტის მთავარი იდეა
  მოსწავლეები  წავიყვანო  ლაშქრობაზე მეზობელ სოფელში „საცხენგესში“  ჰიდროელექტროსადგურის საჩვენებლად,  რათა მათ  უშუალოდ თავისი თვალით  ნახონ როგორ  ხდება ელექტრული ენერგიის წარმოება, გადაცემა  და გამოყენება
3.      პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები  დარწმუნდნენ,  რომ ეს თემა „ელექტრული ენერგიის  წარმოება, გადაცემა  და გამოყენება“ დღეს  ყველაზე  აქტუალური საკითხია, რადგან დღეს ენერგიის  წარმოებისა და მოხმარების  დონე  საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარების  ერთ–ერთი   ძირითადი  მაჩვენებელია,  ამასთან  წამყვან  როლს ასრულებს – ყველაზე  უნივერსალური  და გამოსაყენებლად  ყველაზე  ხელსაყრელი  ენერგიის  ფორმაა.
4.      პროექტის მიზნები
პროექტის  მიზანია:  მოსწავლეებმა უკეთ შეისწავლონ  ელექტრული  ენერგიის  წარმოება,  გადაცემა  და გამოყენება.  ჰიდროელექტროსადგურის  ნახვის  შემდეგ  დამოუკიდებლად  შეძლონ  გენერატორის  მოდელის  აღწერა  და  მისი  მუშაობის  პრინციპის  განსაზღვრა.ცვლადი  დენის ამპლიტუდური   მნიშვნელობის  დაკავშირება მის  მოქმედ  მნიშვნელობასთან.  გაეცნონ  ტრანსფორმატორის  მოწყობილობას,  მის  სახეებსა  და  მუშაობის  პრინციპს. პროექტის  განხორციელების  შემდეგ  მოსწავლეებს  გამოუმუშავდეს    კლასიფიკაციის  და კომუნიკაციის  უნარი. შეისწავლოს  ელექთრული  ენერგიის  მიღების  გზები  და  შეძლოს  განასხვავოს  ჰიდრო და თბოელექთრო სადგურები  ერთმანეთისაგან  და  შეადარონ  რომელს  აქვს  უფრო  მეთი  უპირატესობა.
5.      მონაწილეთა ასაკი
16–17  წელი
6.      ვადები/ხანგრძლივობა
ერთი  თვე.
7.   მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას
    ამის  შემდეგ  მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  გენერატორის  მოწყობილობის  აღწერა  და მუშაობის  პრინციპის  ჩამოყალიბება. აღწეროს  ელექტრული  ენერგიის  გადაცემისა  და  განაწილების  ეტაპები, უნდა  შ    ეძლოს  ისაუბროს  ენერგიის  დანაკარგის  გზებზე, ელ.ენერგიის გადაცემისას  ტრანსფორმატორის  როლზე,  ტრანსფორმატორის მოწყობილობის  აღწერასა  და  მუშაობის  პრინციპზე,  ტრანსფორმატორის  სახეებზე,ეცოდინება  ელ.დენთან  მუშაობისას  რა  უსაფრთხოების  ზომები  უნდა  იქნეს  დაცული.  თვალნათლივ  დაინახავს,  რომ  ჰიდროელექტროსადგურებში  ელექტრული  ენერგიის  გამომუშავებას  უდავოდ  დიდი უპირატესობა  აქვს,  რადგან  მასში  გამოიყენება  ენერგიის  განახლებადი  წყარო–წყლის  პოტენციური  ენერგია.  მნიშვნელოვანია  ისიც,  რომ ეცოდინება  ჰესში  ენერგიის  გამომუსავებისას  გარემო  არ  ბინძურდება  და,  რომ  ეს  ენერგია  ყველაზე  უფრო  იაფია  სხვა  ტიპის  ელექტრო სადგურების  მიერ გამომუშავებულ  ენერგიაზე.
8.     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
   სახელმძღვანელო,  რვეული,  ფანქრები,  საწერ  კალმები,დაფა,  ცარცი,  სადენები,ამპერმეტრი, ვოლტმეტრი,  რეოსტატი, ტრანსფორმატორი,  ჩამრთველ–ამომრთველი  და  ნათურა.
9.    პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) 
 მოცემული სასწავლო  პროექტის განსახორციელებლად  რამოდენიმე საფეხურის გავლა მოგვიხდა:  ბავშვებთან  ერთად დასახელებული  იქნა  რამოდენიმე  საინტერესო თემა. ამ თემებიდან ბავშვებმა  შეარჩიეს „ელექტრული  ენერგიის წარმოება,  გადაცემა  და  გამოყენება.  რადგან  ეს  თემა  ბევრ საინტერესო  მომენტებს  შეიცავდა.   კერძოდ  ლაშქრობას. სწორედ  ამიტომ  მოსწავლეები  წავიყვანე  მეზობელ  სოფელში საცხენგესში ჰიდროელექტროსადგურის  საჩვენებლად და  ელექტრული  მოვლენების  უკეთესად შესასწავლად.  თემის ძირითადი  არსის  შესწავლის შემდეგ ბავშვებმა თვალნათლივ დაინახეს  რა იყო საჭირო  ცვლადი ელექტრული დენის  მისაღებად, რომ აუცილებელია წყლის  გარკვეული მარაგის  წყალსაცავების  შექმნა (მაგ. ჟინვალგესისთვის, ჟინვალის წყალსაცავი ) გაჩნდა კითხვები, რომლის საფუძველზე  გამოვყოფთ  ეტაპებს: რა  ვიცით  ცვლადი  დენის  მიღების  შესახებ,  როგორ  ხდება  საკმაოდ  დიდ ფარგლებში ძაბვისა  და  დენის  გარდაქმნა  თითქმის  ენერგიის  დაუკარგავად,  რომ  ტრანსფორმაცია  მხოლოდ  მაშინაა აუცილებელი  როდესაც  საჭიროა ელექტროენერგიის  დიდ  მანძილზე  გადაცემა. 2. როგორ ხდება  ელექტრო  დენის  გამომუშავება  გენერატორებში. სადაცსხვა სახის ენერგია  გარდაიქმნება   ელექტრულ  ენერგიად. კერძოდ ახლა ჩვენი ამოცანა იყო ცვლადი დენის ინდუქციური  ელექტრომექანიკური  გენერატორის  ნახვა და მისი მოქმედების პრინციპის  გაცნობა, გვენახა  ჰიდროელექტრო სადგურებში გენერატორის  როტორების საბრუნებლად  როგორ  გამოიყენება  აწეული  წყლის  პოტენციური  ენერგია,  როგორ  ბრუნავს  გენერატორის  როტორი  ჰიდრავლიკური ტურბინით.  3.რადგან  გენერატორიდან  მიღებული  ელექტრო ენერგია  მომხმარებლამდის არის  მისაყვანი, ამიტომ  საჭირო იყო გავცნობოდით  როგორ  ხდება  მისი გარდაქმნა ტრანსფორმატორებში. დაისვა  საკითხი  ტრანსფორმატორის  მოწყობილობის და მისი  მუშაობის პრინციპის  სესასწავლად  დამისი სქემატურად  გამოსახვისა.  აღნიშნული  სამივე საკითხის უკეთ განსახორციელებლად  და ყველა საჭირო  ინფორმაციის  და მასალის  მოსაძიებლად  და წარმოსადგენად  შევქმენით  სამი  საპროექტო  ჯგუფი,  თითოეულ  ჯგუფს  მიეცა  თითოეული  საკითხი  მასალების  მოსაძიებლად,  შესასწავლად  და  წარმოსადგენად.   მოხდა  მოვალეობების  გადანაწილება,  ვინ  რას და  როდის  გააკეთებდა,  გამოითქვა  აზრი  ფოტოფირზე  დააფიქსირონ  საინტერესო  და  საკვანძო  მომენტები,  ვინ  შეადგინოს  ელექტრო  ენერგიის  განაწილების სქემა  და  სხვა.ძირითადი  აქტივობების: კერძოდ დამოუკიდებელი  სამუშაოს  შესრულების,  ინფორმაციის  დამუშავების  და დისკუსიის  შემდეგ  მოსწავლეებში  ჩამოყალიბდა  აზრი  თუ  ვის  უნდა  გაეკეთებინა  პრეზენტაცია  შეგროვილი  მასალის  შესახებ.საუკეთესო  შეფასებას  მივცემ  იმ  მოსწავლეებს,  რომლებიც  აქტიურად  მიიღებენ  მონაწილეობას  ჯგუფში  ინფორმაციისა  და მონაცემების  მოძიებაში. გამოამჟღავნებენ მაღალი  ორგანიზაციისა  და  წარმოდგენის  უნარს,  ადვილად  დაამყარებენ  ურთიერთობას  აუდიტორიასთან,  კარგად  დაეუფლებიან  შესაბამის  ტერმინებსა  და ადეკვატურად  გამოიყენებენ  აქტივობებს: გრაფიკებს, ცხრილებს  და დიაგრამებს,  წარმოადგენენ  ფოტოსურათებს, ასევე  მაღალ  დონეზე  წარმოადგენენ ჯგუფური  და  კვლევითი  ნამუშევრის  პრეზენტაციას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
 საგნებთან  კავშირი, ძირითადად  მათემატიკასთან „მათემატიკა  ფიზიკის  ენაა“.
ქიმიასთან– ატომების, ელექტრონების , პროტონებისა და  ნეიტრონების ღრმად შესწავლა,სწორედ  ელექტრო ენერგიის საშუალებით  ხდება  ახალი  ელემენტების  მიღება.ატომების  აღნაგობის  და თვისებების ცოდნის  საფუძველზე მოხდა  ატომის გახლეჩვა  და  ამის  საფუძველზე  უდიდესი  ენერგიის მიღება.
გეოგრაფია –  ელექტროსადგურების  ადგილმდებარეობის  შერჩევა,  მისი ყველა პირობების განსაზღვრა  და  უპირატესობის  გამოკვეთა. საქართველოს  ელექტროსადგურების  მდებარეობის  განსაზღვრა  და  ჩამონათვალის  გაკეთება.
11.პროექტის ხელმძღვანელი
ნანული  ჭელიძე
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი